|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაში სდებს ბრალს ადვოკატი "ნიუპრესს"?

"ნიუპრესზე'' გასულ  მასალას - "რას შეეწირა გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის თანამდებობა?" ადვოკატი ლედი ტუკვაძე გამოეხმაურა. მან  ბრალი დაგვდო, რომ მასთან დაკავშირება არ ვცადეთ და მასალა ცალმხრივად გავავრცელეთ.

საქმე ეხება ამირან ვაშაკიძის განცხადებას, სადაც გუბაზ სანიკიძის ბიუროს ყოფილი უფროსი აღნიშნავდა, რომ ლედი ტუკვაძემ მასზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაციაში ჩვენ მითითებული გვაქვს, რომ ადვოკატის ნომერზე დაკავშირება ვერ შევძელით. ჩავთვალეთ, რომ ადვოკატი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, რის გამოც შესაძლებელი იყო, ტელეფონი გამორთული ჰქონოდა. აქვე დავაანონსეთ, რომ მასთან დაკავშირებას მოგვიანებით კვლავ შევეცდებოდით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მტკიცებულების წარმოდგენა, რომ შევეცადეთ ადვოკატთან დაკავშირება, თუმცა ავტომოპასუხემ გვიპასუხა, რომ მობილური ტელეფონი გამორთული იყო.

მიუხედავად ამისა, ადვოკატმა განაცხადა, რომ  მასთან დაკავშირება არ ვცადეთ და მისი განცხადებით,   ნომერი მხოლოდ იმიტომ მოვიპოვეთ, რომ ილუზია შეგვექმნა, თითქოს ადვოკატთან დაკავშირებას ვცდილობდით. სინამდვილეში კი  იმ კაცის პოზიციას ვიცავთ, რომელმაც "თავისი საქმიანობით დეპუტატს და მერიას პრობლემები შეუქმნა", - ეს ადვოკატ ლედი ტუკვაძის სიტყვებია. ადვოკატმა არ ისურვა საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესისათვის" სხვა განმარტების მიცემა და აღნიშნა, რომ პოზიციას სხვა საინფორმაციო საშუალებით დააფიქსირებს.

 

  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა