რატომ არ განიხილა საკრებულომ დროებითი კომისიის შექმნის საკითხი?
ქუთაისის საკრებულომ სამუშაო დღის წესრიგი შეცვალა. განსახილველად განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთი - დროებითი კომიისის შექმნის შესახებ, საკრებულომ განსახილველად არ გამოიტანა, რამაც ინიციატივის ავტორის, ნატო ქათამაძის უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატის განცხადებით, ის მივლინებიდან სწორედ ამ საკითხის განხილვის გამო დაბრუნდა.
ოფიციალური განმარტებით, საკითხის გადადება იურიდიული კომისიის პოზიციას უკავშირდება, რომელიც საკითხის დეტალუტად შესწავლა მოითხოვა. ამ განცხადების არ სჯერა ნატო ქათამაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ იურიდიული კომისია ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვის მომხრე იყო.
ქათამაძე სკვერების გასხვისების კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რაშიც მის პოზიციას იზიარებენ ოპოზიციური ფრაქციის “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრები. ფრაქციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, კომისია დროულად უნდა შეიქმნას, რომ გაირკვეს, ვის მიუძღვის ბრალი ქალაქის სკვერების უკანონოდ გასხვისებაში.
ამავე აზრს იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა მხოლოდ 2012 წლამდე ფაქტებით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ დღემდე არსებული ფაქტების შესწავლაც მოხდეს.
შეგახსენებთ, გასულ წლებში სკვერების იჯარით გაცემა აღნაგობის უფლებით მოხდა, რასაც სკვერებში მშენებლობები და შესაბამისად, მწვანე ნარგავების განადგურება მოყვა. სკვერში მშენებლობას აპროტესტებს მოსახლეობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















