რატომ არ შეასრულა თურქული კომპანიამ - "SMK" დაპირება?
ავანგარდში მოუწესრიგებელი გზა პრობლემად რჩება. სამუშაოებს თურქული კომპანია "SMK" ასრულებს, რომელიც გზაზე წყლის მილების გაყვანას ახდენს. გაჭიანურებული სამუშაოები პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააპროტესტა. წულაიას პროტესტის პარალელურად კომპანიაში დაანონსეს, რომ სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყებოდა. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილემ უნსალ იუზერეროღლუმ განაცხადა, ავანგარდში გზის საფარი ერთ კვირაში დაიგებოდა.
მიუხედავად დაპირებისა, ამ დრომდე სამუშაოები დაწყებული არ არის. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი შავაძე, სამუშაობის გადადებას კვლავ ამინდს უკავშირებს. მისი განცხადებით, რამდენიმე მზიანი დღეა საჭირო, რომ ნიადაგი ასფალტის გადასაგებად მომზადდეს.
ქალაქში წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაციის მოერე ეტაპი მიმდინარეობს, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკის მიერ 80 მილიონი გამოიყო, კომპანია სამუშაოებს რამდენიმე უბანში ატარებს. მათი საქმიანობა უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა. ხშირ შემთხვევაში გზის საფარი გადაგება სწორედ წყალმომარაგების სამუშაოების გამო ჭიანურდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















