|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, იძებნება ერთი პირი

რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გრძელდება კიდევ ერთი პირის ძებნა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, იძებნებოდა რაჭის სტიქის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის მცირეწლოვანი შვილები.

ავტორი: ნიუპრესი