|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რა სიახლეებიც გვექნება, მოსახლეობა შეიტყობს"- გიორგი ჭიღვარია

მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს,  სიახლეები  რაც გვექნება, მოსახლეობა აუცილებლად შეიტყობს - ამგვარად უპასუხა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მისი მოადგილეების შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვას. 

ქუთაისის მერი არ გამორიცხავს მისი მოადგილეების გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას. გიორგი ჭიღვარია მხოლოდ იმას ამბობს, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და შედეგები მოსახლეობისათვის ცნობილი გახდება. 

მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების თარიღად თებერვალია დასახელებული. შეგახსენებთ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის მერიის მოადგილეების გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. როგორც აღნიშნავენ, თანამდებობას დაემშვიდობება იმერეთის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილიც.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა