|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის გვირაბში, 7-9 მაისს გარკვეულ საათებში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  რიკოთის გვირაბში,  7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
კერძოდ:
• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა