მდინარე რიონში ნიკა ანთიძის სამძებრო სამუშაოები განახლდა
მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დღეს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა დაიწყო.
ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ახლობლები.
როგორც გაუჩინარებულის მეგობრმა თქვა, შესაძლებელი იყო სამუშაოები უფრო წარმატებით განხორციელებულიყო და ძებნის დროს კომპანიას მუშაობა შეეჩერებინა.
ნიკა ანთიძე მდინარეში ერთი თვის წინ გაუჩინდარა. გუშინ კი ოჯახის ადვოკატმა მისი ბოლო შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ის მომხდარის მიზეზზე წერდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















