რისი გაკეთება იგეგმება ნიკეას დასახლებაში?
ნიკეას რეაბილიტირებული ქუჩა უკვე გაიხსნა. მომავალი წლიდან ნიკეას ქუჩას ავტობანი დაუკავშირდება და ეს მხარე გახდება ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი. ეს პერსპექტივა, ასევე რიონის სანაპიროზე არსებული გზის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ნაგავსაყრელის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული სიცრცე მუნიციპალიტეტს განვითარების ახალ შესაძლებლობებს უქმნის.
იმის შესახებ, თუ რა იგეგმება ნიკეას დასახლებაში, ამ კითხვით ნიკეას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს მივმართეთ. ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, ეს სივრცე მართლაც დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაიგეგმოს.
"ნაგავსაყრელი რომელიც აქ იყო, დაკონსერვებულია და მიდის ტერიტორიის გასუფთავება. სხვადასხვა მიმართულებებზეა საუბარი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ადგილზე. საუბარია სპორტული მოედნების, სკვერების მოწყობაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული გეგმა-პროექტი არ არსებობს. მიდის მუშაობა ამ მიმართულებით, ბატონ შოთას აქვს თავის მოსაზრებები, იქ ინვესტიციის მოზიდვის შესახებ. როგორც მაჟორიტარს მოსაზრებები მეც მაქვს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან მინდა იქ ამფითეატრი მოეწყოს, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება. სურვილი მაქვს, რომ შეიქმნას ისეთი სიცრცე, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეეძლებათ მოსვლა და ღონისძიებების გამართვა. პერსპექტივაში დაიტვირთება რიონის სანაპიროც, რომელიც ცენტრს დაუკავშირდება და ეს იქნება საუკეთესო ადგილი",-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
ირმა პეტრიაშვილის თქმით, თუ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი მომდევნო წელს, ამის შესახებ გეგმას თვითმმართველობას წარუდგენს, რომ მისი გათვალისწინება მოხდეს 2017 წლის ბიუჯეტში. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნიკეას დასახლებაში ეზოების შიდა მისასვლელი გზები იგება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















