|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ყველის ფესტივალის“ მონაწილე მუნიციპალიტეტები სიგელებით დააჯილდოვეს

10-11 ოქტომბერს, რიყეზე გამართულ "კავკასიური ყველის ფესტივალში" მონაწილეობას იღებდნენ რძის პროდუქტების მწარმოებლები. იმერეთი წარადგინა ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა. ასევე საზოგადოებრივმა კოლეჯმა „იბერია“ ქუთაისიდან.
ფესტივალში ოქროს მედალი „ყველის დაძველებაში“ აიღო ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. ასევე საპრიზო ადგილი ხვდა წილად თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.
„მონაწილეობას ვიღებდით როგორც შპს „ჯოკონდა“, წარდგენილი გვქონდა ყველით დამზადებული ოცამდე კერძი, რომელიც შეიცავდა ყველს და მოვიპოვეთ საუკეთესო დიზაინისათვის ოქროს მედალი"-განაცხადა თერჯოლის წარმომადგენელმა .

გივი ჭიჭინაძის თქმით კი იმერეთმა საკმაოდ დიდი წარმატება მოიტანა და სამომავლოდ აპირებენ რძის პროდუქტების პოპულარიზაციას უფრო შეუწყონ ხელი.

„ 10-11ოქტომბერს რიყეზე გაიმართა „კავკასიური ყველის ფესტივალი“ სადაც იმერეთი მონაწილეობას იღებდა ძალიან დიდი მასშტაბებით ყველა მონუცუპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა საკმაოდ დიდი წარმატებით. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. ვფიქრობ ხელი უნდა შევუწყოთ რძის პროდუქტების წარმოებას საქართველოში და ასორტის მრავალფეროვნებას. „

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო ჯგუფებთან და ტექნოლოგებთან ერთად ყოველწლიურად ატარებს მასშტაბურ ღონისძიებეს რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა