|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდემდე გაგრძელდება უამინდობა დასავლეთ საქართველოში?

 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
უწყების ცნიბით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში - (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა