|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როდესაც რეჟიმის დაბრუნების საფრთხე ჩნდება, გაჩუმება დანაშაულად მიმაჩნია"

ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია ქალაქში დაბრუნების მიზეზებს განმარტავს. პრესკონფერენციაზე საკრებულოს ყოფილ დეპუტატებთან ერთად ჩამოსვლის მთავარ მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხე დაასახელა.  მათი თქმით, არჩევნების პირველი ტურში მიღებული შედეგები არ ასახავს ქუთაისის რეალობას და ამიტომ ჩაერთნენ მეორე ტურში. 

"მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მოგვეწოდებინა მიზეზი, რის გამოც ჩამოვედი ამ ქალაქში.  ჩემი ძველი თანამდებობა აჩენს კითხვებს, მაგრამ მე არანაირი პოლიტიკური გეგმა არ მაქვს. არის საფრთხე მოძალადე რეჟიმის   დაბრუნების,  ამიტომ შეიქმნა სამოქალაქო აქტივობა, ჩაერთნენ ადამიანები, რომლებიც 2012 წელს ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.  ვიწყებთ მოძრაობას, ეს არის სამოქალაქო აქტივობა. ადამიანებმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნეს ხელისუფლებას,  დაინახა ხელისუფლებამ ეს და გაიაზრა.  როდესაც რეჟიმის დაბრუნების საფრთხე ჩნდება, დანაშაულად მიმაჩნია გაჩუმება.  ბევრი ვიფიქრე და ჩავერთე მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ არ ვებრძვით განსხვავებულ აზრს, მაგრამ ვინ დაგვესხა გუშინ თავს? ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მიჩვეულია ძალადობას.  ალბათ, ჩვენში ძალა დაინახეს, რაც მისასალმებელია "-განაცხადა შოთა მურღულიამ. კითხვაზე, აქვს თუ არა კომუნიკაცია "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბთან, რომელსაც ქალაქის მერი ხელმძღვანელობს, პასუხობს, რომ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის, თუმცა განმარტავს, რომ ბოლო სამი დღე დატვირთული რეჟიმის გამო მათთან კომუნიკაცია არ ქონიათ.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატების გურამ ტოროშელიძის და თეიმირაზ ნადირაძის თქმით, ქუთაისში არჩევნების პირველ ტურზე დადებული შედეგი ქუთაისის რეალობას არ ასახავს და ამიტომ აპირებენ, ნეიტრალურად განწყობილი საზოგადოების მობილიზებას. 

მათი თქმით, არჩევნების შედეგები არის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის"გააქტიურების,  ასევე ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი, რაც მეორე ტურში შეიცვლება. რაც შეეხება კითხვას, მიიღეს თუ არა ვინმესგან დაბრუნების დავალება, პასუხობენ, რომ დაბრუნების დავალება არჩევნებზე მიღებული ციფრებიდან არის მიღებული. 

 

"ქუთაისი იქნება ახალგაზრდული ქალაქი ახალი ენერგიით"-შოთა მურღულია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა