|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ქუჩის რეაბილიტაცია დადგენილ ვადებში ვერ ესწრება

"ნიუპრესზე" გასულ მასალას ქალაქის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა  სპეციალური  განცხადება  გამოაქყვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  გელათის ქუჩის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

"ქუჩაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. დასრულების შემდეგ ინსპექტირების ჯგუფის მიერ მოხდება ხარვეზების დადგენა. (არსებობის შემთხვევაში), მათი აღმოფხვრა, შემდეგ კი ობიექტის ჩაბარება. ნებისმიერი სამშენებლო სტანდარტი მოითხოვს მსგავსი პროცედურების გავლას. გელათის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა რეაბილიტაციის დასრულებამდე მოხდა, რადგანაც ეს ყოველივე სამუშაოების წარმოებას აღარ უშლიდა ხელს. აგრეთვე დარეგულირდა ქალაქის ცენტრში შეფერხებული მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.

როდის დასრულდება გელათის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი,  ჯერჯერობით გაურეკვეველია, თუმცა,  როგორც მერიის სამსახური მიუთითებდა, რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 

  როგორც ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებდა, "გელათის ქუჩა წელს ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. დაახლოებით 3 კილომეტრი გზა კეთდება. ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა ერთ თვეში სრულად რეაბილიტირტებული იქნება“, - აღნიშნულის შესახებ მან 17 აგვისტოს განაცხადა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა