|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის იწყება არდადეგები საბავშვო ბაღებში?

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 27 დეკემბერს დაიწყება. 

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,  სამ კვირიანი დასვენების შემდეგ სასწავლო სააღმზრდელო პროცესს ბაღები 20 იანვარს განაახლებენ.  ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის  დავით წიტაიშვილის  თქმით, ტრადიციულად ყველა  აღსაზდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს.

"არდადაგები დაიწყება 27 დეკემბერს და და გაგრძელდება 2020 წლის 20 იანვარს. ეს კვირა დატვითრულია ღონისძიებებით, ჩვენს ყველა აღსაზრდელებს დავურიგებთ ნობათს"- განაცხადა დავით წიტაიშვილმა. 

 ქუთაისში სულ 37 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 9700-მდე აღსაზრდელი სწავლობს.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა