"როგორ გავაშუქოთ არჩევნები" -სემინარი სტუდენტებისთვის
"როგორ გავაშუქოთ არჩევნები", - ამ საკითხთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი მოეწყო. სემინარის მთავარი მიზანია მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მომავალ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. სემინარს ტრენერი ეკა ფირცხალავა უძღვებოდა.
"შეხვედრის მთავარი მიზანია ინფორმაცია მიეწოდოთ მომავალ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან და ფუნდამეტებთან დაკავშირებით. თუ როგორ უნდა გაააშუქონ არჩევნები,რა მნიშვნელოვანი საკითხებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ჟურნალისტების ყურადღება. შეხვედრა ინფორმაციული ,ინტერაქტიური და საინტერესო აღმოჩნდა",-აღნიშნა ეკა ფირცხალავამ.
სემინარი საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვისაც. მათი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ხშირად ჩატარდება შეხვედრები მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა აღმოჩნდა ჩემთვის, მივიღე დამატებითი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ჟურნალისტები უნდა იყვნენ ინფორმირებული აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგად ობიექტურად მოხდეს საკითხების გაშუქება", - აღნიშნა სტუდენტმა ელენე ქარსიძემ.
სემინარი გაიმართა რეგიონული მედიის ასოციაციის საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც დააფინანსა "საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა"
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:32
16:29
18:25
15:07
















