|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?" - ტრენინგი ქუთაისში

"საარჩევნო სისტემების რეფორმების განვითარების და სწავლების ცენტრის" მიერ დაფინანსებული პროექტი"რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და განათლებისათვის"აქტიურად გრძელდება. პროექტს "რეგიონული მედიის ასოციაცია" ახორციელებს და მიზნად ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ისახავს. მორიგი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა. მოწვეულმა ტრენერებმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს საარჩევნო რეფომების კუთხით არსებულ პროცედურებზე მიაწოდეს ინფრომაცია.

მოწვეული ტრენერის ქეთევან მამამთავრიშვილის თქმით,  ახალგაზრდებმა საკითხისადმი დიდი ინტერესი გამოავლინეს. "ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფს ახალგაზრდები წარმოადგენენ, მთავარი მიზანი მათში სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხსიმგებლობის ამაღლებაა. ვცდილობთ, გავაცნოთ მათ არჩევნების მნიშვნელობა და პროცედურები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე უშუალოდ არჩევნების დღე. დეტალურად ეცნობიან საარჩევნო სისტემას, მეტი აქტიურობისათვის გვაქვს იმიტირებული პროცესები. ახლაგაზრდებს შეუძლიათ ჩაერთონ და  პრაქტიკაში ნახონ ყველა პროცედურა. პროექტის დასაწყისისათვის ახალგაზრდების  სამოქალაქო ცნობიერება დაბალი იყო, ტრენინგებისა და იმიტირებული პროეცესების შემდეგ ინტერესი გაიზარდა და გამოთქვამდნენ სურვილს არა მხოლოდ ამომრჩევლები ყოფილიყვნენ, არამედ საარჩევნო კომისიების წევრებიც"–განაცხადა იურისტმა ქეთევან მამამთავრიშვილმა.

საარჩევნო პროცესებთან ერთად ახალგაზრდები სამთავრობო სტრუქტრების მოწყობასა და მნიშვნელობაზეც იღებენ ინფორმაციას. ტრენერი პაატა ცნობილაძე მათ მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის აპარატის უფლებებსა და მოვალეობებზე აწვდის ინფორმაციას. "როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა"–აღნიშნული თემის შესახებ სამიზნე ჯგუფმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო.

პროექტი "რეგიონული მედიის ასოციაციის" ორგანიზებით წელს დაიწყო და ქართველოს მასშტაბით 10 რაიონს მოიცავდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა