|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ხედავს ვიცე-პრემიერი ქუთაისის მომავალს? [VIDEO]

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, კახი კალაძე ქუთაისთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით,  მალე ქუთაისი განვითარებული, ევროპული ქალაქი გახდება.

კალაძემ  ყურადღება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, პროექტი, რომელიც ქუთაისში ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. 

"ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს ქუთაისში - საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა  ნამდვილად არის საშვილიშვილო საქმე. მე ამას "საუკუნის პროექტს" დავარქმევდი. რა თქმა უნდა, მოცულობითი სამუშაოები არის ჩასატარებელი და შესაბამისი კონცეფცია არსებობს. სულ მალე  ქუთაისი გახდება თანამედროვე,  ევროპული, დასაქმებული და მოტივირებული ადამიანების ქალაქი. სულ მალე ქუთაისი გახდება საქართველოს გული",- განაცხადა კალაძემ.

ვიცე პრემიერ - მინისტრი ირწმუნება, რომ  პარლამენტი ქუთაისში დარჩება და რომ ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

"არ შეიძლება ასეთ თემებზე ზედაპირული განაცხადები. ამასთან დაკავშირებით არა ერთხელ იყო მსჯელობა და მინდა დაგარწმუნოთ იმაში რომ პარლამენტი დარჩება ქუთაისში".- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, "ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" ფარგლებში უცხოურ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა