როგორ აღინიშნება ქუთაისში "ორმაისობა"? [PHOTO+VIDEO]
"ორმაისობა', "გვირილობა", "ქუთაისქალაქობა" დღესასწაული სრული დატვირთვით და სხვადასხვა რაკურსით აღინიშნება. ქუთაისის დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ჩაატარა.
საზეიმო წირვას ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მაჟორიტარი დეპუტატები და გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის ხელმძღვენელობამ და სტუმრებმა ოფიციალურ მიღებაზე გადაინაცვლეს და დელეგაციების მიღება გამართეს. ქუთაისმა 60 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრებს ქალაქის დღესასწაულის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, იყო მილოცვები და მადლობები.

ტრადიციულად პატივი მიეგეს სამი ოთარის ძეგლს და ის გვირგვინით შეამკეს.

ამის შემდგომ სტუმრები მერიის ააიპის მოსწავლეების მიერ გამართულ ფლეშმობს დაესწრნენ. სტუმართა პატივსაცემად, ბავშვებმა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ცეკვები შეასრულეს, რომლებიც ქართული, ნაციონალური ცეკვით დასრულდა.
ქალაქში დღეს რამდენიმე ათეული ღონისძიება იმართება. ქალაქის ცენტრალური ნაწილი დატვირთულია სპორტული ღონისძიებებით, ატრაქციონებითა და ბაზრობებით.

ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილია ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები და ასევე ახალგაზრდა შემსრულებლების ნახატები.

იმართება ღვინის ფესტივალი, ასევე ყვავილების ბაზრობა, სადაც შესაძლებელია ყვავილების როგორც დათვალიერება, ასევე შეძენა.
დღეს გაიხსნა ქუთაისის ტურისტული ცენტრი, რომლის რეაბილიტაციაც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიებების პარალალურად, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა აქცია "დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში", ორგანიზატორები ქალაქიდან პარლამენტის გადატანის მცდელობას აპროტესტებენ.
ქუჩაში ასევე შეხვდებით შემწეობის მთხოვნელ ადამიანებს.

ღონისძიებები გაიმართაა მუხნარის ტყეში, სადაც წარმოდგენილი იყო იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი ტრადიციული ცეკვებით, სიმღერებითა და სუფრით.


მათთვის ვინც გართობას მუსიკის თანხლებით ამჯობინებს, დღის ბოლოს ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი იმართება, მასში - DJ Zapa; ჯგუფი „ურსა“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ მონაწილეობენ.
მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ვერ მოხვდა სტეიკერების შოუ და ქუთაისური ჯგუფების მუსიკა, თუმცა ახალგაზრდებმა დღესასწაულში მონაწილეობა მაინც მიიღეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















