რომელი სკოლების დირექტორები გათავისუფლდნენ დარღვევების გამო?
განათლების სამინისტრო იმ სკოლების ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელთა დირექტორებიც გათავისუფლდენენ და რომელთაც მითითება ან გაფრთხილება მიეცათ.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად გამოვლინდა სველი წერტილების პრობლემები.
შედეგად გათავისუფლდა თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლის დირექტორები.
საპირფარეშოების პრობლემების გამო გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3 სკოლას, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს.
მითითება კი მიეცა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის სკოლას.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო სკოლებში მოუწესრიგებელი ტუალეტების არსებობის მიზეზით 5 სკოლის დირექტორი გაათავისუფლა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















