|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღონისძიებები, რომლებიც 8 თებერვალს ,,დავითობას’’ გაიმართება

8 თებერვალს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან  ქუთაისსა და გელათის მონასტერში მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება.

"დავითობა", ტრადიციულად,  დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება.  მერიამ "დავითობის" აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა გამოაქვეყნა. 

10:00 საათიზე-დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება. 

11:00 საათი-გელათის სამონასტრო კომპლექსი, საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა 

12:00 საათი-გელათის აკადემიაში  ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით - ,,გელათის სამონასტრო კომპლექსი’’

ასევე  12:00 საათზე ახალგაზრდული ფორუმი ,,გელათის აკადემიის ახალი სიცოცხლე’’ გაიმართება.

 ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პერფომანსი და აკადემიკოს ერეკლე საღლიანის ლექცია. 

13:00 საათი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს’’.

 16:00საათზე ა(ა)იპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში რამაზ იოსელიანი წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი’’ პრეზენტაცია. 

 "დავითობის" აღნიშვნა 18:00 საათზე მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ,,დავითობის’’ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტით ანსამბლ ,,ივერიას’’ წევრების მონაწილეობით დაიხურება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა