"ღორის გრიპით" თბილისში დასავლეთ საქართველოდან ჩაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
ე.წ. ღორის გრიპით ადამიანი დაიღუპა თბილისში. 39 წლის მამაკაცი დედაქალაქში დასავლეთ საქართველოდან ჩაიყვანეს.
„წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა,“ - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
A (H1N1) ვირუსის სიმპტომებია მაღალი სიცხე ინტოქსიკაციით გამოხატული, რაც ნიშნავს თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, ასევე ყელის ტკივილი და ხველა.
სპეციალისტები ვირუსების მატებას ქვეყნის მასშტაბით თებერვალში ელოდებიან.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















