|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სამუშაოებისთვის წყალმომარაგების კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შეფერხების გამო ტრანსპორტი შემოვლითი ქუჩებით ისარგებლებს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით იანვარში გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანია "ორიენტირი" ამ ეტაპზე რუსთაველის ხიდიდან პრესის სახლამდე ბორდიურების შეცვლას ახორციელებს. 

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, მოსახლეობას დისკომფორტი რომ არ შეექმნას, გზის მონაკვეთებზე სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება, ტრანსპორტი კი ბარათაშვილის, დუმბაძის და აღმაშენებლის ქუჩებით იმოძრავებს. მისივე თქმით, გზაზე სამუშაოებისთვის ერთთვიანი ვადა ითხოვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორმა კომპანია "ეს ემ კამ" და მერიამ სამუშაოების მოთხოვილი ვადა პროექტში გაითვალისწინა.

გაერთიანებული წყალმომარგების ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს განახორციელა. კომპანიამ ერთი თვის ნაცვლად  დაახლოებით ხუთი თვე იმუშავა, რის გამოც დაჯარიმდა კიდეც.

იმ დროისთვის მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ გზაზე წყალმომარაგების სამუშაოები სრულად განხორციელდებოდა, რისი დასრულების შემდეგაც თვითმმართველობა გზის საფარის სრულად აღდგენას მოახდენდა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე გზის მონაკვეთზე თუჯის ცენტრალური მილების გაყვანა მიმდინარეობს, თუმცა ბექა ყურაშვილი ვერ ადასტურებს, რატომ გახდა დამატებითი სამუშაოები საჭირო.

"ცენტრალური მილების გაყვანა მიმდინარეობს, როგორც ვიცით, კომპანიას თუჯის მილები გაყავს. შარშან აბონენტებამდე მისასვლელი მილები შეიცვალა, ვერ გეტყვით, ზუსტად, რა სამუშაოები მიმდინარეობდა, ეს კომპანიას უნდა კითხოთ, ჩვენ ამ საკითხში კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. ვიცი, რომ დრო ითხოვა სამუშაოებისთის და ნებართვაც მივეცით. იმედია, სამუშაოებს დათქმულ ვადებში მორჩებიან"-განაცხადა ბექა ყურაშვილმა. 

კომპანიამ  მთავარი მილი გამარჯვების მოედნიდან თიბისი ბანკამდე უნდა გაიყვანოს. მერიამ მას სამუშაოებისათვის ვადა 12 მარტიდან 18 აპრილამდე მისცა.

რუსთსაველის ქუჩაზე სამუშაოების  ღირებულება 3 700 000 ათასია. გზის სრული რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება. 

წყალმომარაგების კომპანიის გამო ქუთაისში პრობლემები არაერთ ქუჩაზე გამოვლინდა. დაგვიანების გამო მერიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა