“რუსთავი 2”-ის შენობასთან მხარდამჭერები იკრიბებიან
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის შენობასთან მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან, რომლებიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ახალი მმართველის დანიშვნას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, მოსამართლის განჩინებით, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და მის ნაცვლად ტელეკომპანია “იმედი”-ს ყოფილი გენერალური დირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა. მენეჯმენტში ასევე იქნება არხის პირველი დამფუძნებელი დავით დვალი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
















