|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერ აქციას იმერეთიდან ასობით ადამიანი შეუერთდება

"რუსთავი 2"- ის მხარდასაჭერ აქციას, რომელიც კვირას, რუსთაველის გამზირზე გაიმართება, იმერეთიდან და ქუთაისიდან ასობით ადამიანი შეუერთდება, ამის შესახებ "ნიუპრესს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განუცხადა. 

"ქუთაისისა და იმერეთის მასშტაბით ყველა ადგილობრივი  ორგანიზაცია,  პარტიის წევრები და მხარდამჭერები მობილიზებულია, რომ შევუერთდეთ აქციას. ეს არის ძალიან კრიტიკული მომენტი, რაც სიტყვის თავისუფლებას უკავშირდება. ჩვენი მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ რუსთავი 2-ს, რათა არ დაიკარგოს თავისუფალი აზრის გამოთქმის ეს კერა",-განაცხადა შუშანიამ.

მისი თქმით, "რუსთავი-2" ის წინააღმდეგ ბრძოლა ამ არხზე ქვეყნისათვის მნიშვნელობანი საკითხების გაშუქებას უკავშირდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა