|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2" სასამართლო პროცესი მოვლენების ეპიცენტრში

 მოქალაქეები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს გმობენ. "რუსთავი 2"-ის შენობასა და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან არხის მხარდამჭერები, რიგითი მოქალაქეები, ასევე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. არხის პერიმეტრზე დამონტაჟებულია  მონიტორი, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს საშუალება აქვთ პირდაპირ ეთერში უყურონ "რუსთავი 2"-ს. 

 თბილისის  საქალაქო სასამართლოში “რუსთავი2” ის საქმის განხილვა   ამ  დრომდე მიმდინარეობს.  "რუსთავი - 2" ის ადვოკატები ურთმელიძისგან საქმის აცილებას დღევანდელ პროცესზეც ითხოვდნენ,  თუმცა მოთხოვნა კვლავ დაუკმაყოფილებელი დარჩა. სასამართლო დარბაზში   არ დაუშვეს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. იგი დღეს პროკურატურაშია დაბარებული შანტაჟთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, თუმცა გვარამია პროკურატურაში ამ დრომდე არ მისულა.

პარალელურად, მიმდინარე მოვლენებს აფასებენ პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა გაუფრთხილდნენ სამოქალაქო მშვიდობას.  ამ დროისათვის პრეზიდენტთან კონსულტაციებისათვის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იკრიბებიან. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა