|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსულ პროპაგანდაში ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ჩაერთვნენ“

"მაშინ, როდესაც ევროპა და ამერიკა ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს თავისუფლებას, ქუთაისში რუსული კინო კვირეული იმართება“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ თავმჯდომარემ გია გოქაძემ.

გოქაძე დღეს ბრიფინგით ქუთაისში გამართულ რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეულს გამოეხმაურა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი როგორც ქართული, ასევე რუსული ფილმები.

 „ქართულ-რუსულ კინოფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს არა მარტო ქუთაისის მერი შოთა მურღულია, არამედ ერთმორწმუნე ძმებზე საუბრობს მეუფე კალისტრატე, ამიტომ "ევროპა ჩვენი სახლია" იღებს ასეთ გადაწყვეტილებას: 1-მე მაქვს 2 კონვერტი, ერთია მეუფე კალისტრატეს და მეორე შოთა მურღულიას სახელზე, მათში ჩადებულია ამბროსი ხელაიას მიმართვა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სრული სია. ამათ ვუგზავნით, რომ ძალიან კარგად წაიკითხონ და გაარკვიონ, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე“, -აცხადებს გია გოქაძე.

გოქაძის თქმთ, ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიები აქვს მიტაცებული და არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ თბილისთან, კინოკვირეულს არ უნდა უმართავდნენ.

"მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში მოქმედ  საელჩოებს, რომ ყურადღება მიაქციონ თბილისს გარეთ ქალაქებსა და სოფლებში არსებულ სიტუაციას. ხელისუფლების წარმომადგენლები  და სასულიერო პირებიც კი ჩაერთვნენ ამ რუსულ პროპაგანდაში. ეს არის გაგრძელება იმ კამპანიისა, რაც წამოიწყეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როდესაც იმყოფებოდნენ რუსეთში თითქოს საქმიანი ვიზიტით“, -განაცხადა გია გოქაძემ.

 

ამ თემაზე: "მე ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ თავს"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა