|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"National Geographic" მარტვილის კანიონით დაინტერესდა

საქართველოში ბევრი ისეთი აუთვისებელი ადგილია, რომლებმაც ადვილი შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ცნობილ ტურისტულ ერთეულებს.

 ერთ-ერთი ასეთი ადგილით  რუსული „National Geographic“დაინტერესდა. მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდთან“ ერთად ორთვიან ექსპედიციაში ჟურნალისტი ვიქტორ ლიაგუშკინი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათ მოინახულეს მარტვილის  კანიონი. ლიაგუშკინმა ფოტო მასალის გაკეთებისას მთავარი აქცენტი ტურიზმის სახეობაზე- „დაივინგზე“ გააკეთა.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჯულაყიძე „ნიუპრესთან“ საუბრისას აცხადებს, დაივინგისათვის არსებული შესაძლებლობებით მარტვილის კანიონმა, შეიძლება, კონკურენცია გაუწიოს  სახელგანთქმულ ადგილებს. მისი თქმით, მსოფლიოში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც მყვინთავებს მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეუძლიათ:

"ასეთი ადგილები შვეიცარიასა და კანადაშია, სადაც ჩასული მყვინთავები მთის მდინარეების წყლებქვეშ დაცურავენ. ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც მყინთავებს ჩასვლა მხოლოდ ორი თვით შეუძლიათ, მარტვილის კანიონის უნიკალურობაში იმაში მდგომარეობს, რომ  აქ 9 თვის განმავლობაშია ტურიზმის ამ სფეროს მომსახურება შესაძლებელი. ჩვენთან გადაადგილებაც უფრო ადვილია, ვიდრე კანადაში, სადაც ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად 1 200 კილომეტრი უნდა იფრინო, რათა მოახერხო ორივე კანიონში ყვინთვა.“

აღნიშნულის შესახებ ცნობები მოხვდება “National Geographic“-ში, თუმცა ჯერ, როგორც ჯულაყიძემ გვითხრა, „პირველ ეტაპზე, მიმდინარეობდა ორთვიანი ფოტოგრაფირება, შემდეგი ეტაპი არის ექვსთვიანი ექსპედიცია და კანიონების დათვალიერება-შესწავლა, ამის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს სტატიის დაბეჭდვა".

 მოხვდება თუ არ მარტვილი სადაივინგო მარშრუტებში, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა სერვისს შესთავაზებენ  ადგილობრივები დაინტერესებულ ტურისტებებს.

 


       

      

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა