|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო კამპანიისთვის პარტიების მიერ თვენახევარში 4 667 091 ლარი დაიხარჯა

პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.  პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, უკვე ორჯერ წარმოადგინეს.

6 კვირიანი მონაცემების მიხედვით, რომელიც 8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დახარჯული თანხის ოდენობა 1 344 959 ლარს შეადგენს, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ გაწეული ხარჯები – 1 260 465 ლარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 391 070 ლარს, „თავისუფალი დემოკრატების“ – 258 849 ლარს, „პატრიოტთა ალიანსის“ – 255 426 ლარს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ – 221 731 ლარს, „ახალი საქართველოს“ – 184 650 ლარს, „ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის“ – 131 482 ლარს, „ეროვნული ფორუმის“ – 117 573 ლარს, „კონსერვატიული პარტიის“ – 64 646 ლარს, „რესპუბლიკური პარტიის“ – 61 725 ლარს, „ლეიბორისტული პარტიის“ – 119 210 ლარს, „ახალი მემარჯვენეების“ – 727 ლარს და „მემარცხენე ალიანსის“ – 507 ლარს.
ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი რეკლამის განთავსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებებზე მოდის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა