საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ქუთაისში ოპოზიცია გაერთიანდა
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ქუთაისში ოპოზიციური პარტიები, უპარტიო სუბიექტები და არასამთავრობო სექტორი გაერთიანდნენ. პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კოდექსში ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანას მოითხოვენ, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება. დაიწყო ასევე ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც პარლამენტს გადაუგზავნიან.
"დღეს საქართველოში ერთადერთ საკითხთან არსებობს კონსენსუსი და გარდა "ქართული ოცნებისა" ყველა თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი არის დრომოჭმული და შესაცვლელია, ამიტომ გავერთიანდით და მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდეს. კოდექსში ცვლილება ასევე მნიშვნელივანია ქუთაისისთვის, რადგან პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება გაცილებით რეალური გახდება", - განაცხადა დამოუკიდებელმა სუბიექტმა გია თევდორაძემ.
გაერთიანების წევრების განცხადებით, კამპანიის ფარგლებში კარდაკარ სიარულს დაიწყებენ, ამასთან, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და თხოვენ, თავადაც მივიდნენ ოფისებში და გამოხატონ პოზიცია. გაერთიანება მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს.
მოთხოვნას გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" შემავალი რამდენიმე პარტია, "ლეიბორისტული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "ედპ", "კანონი და სამართალი" და "ახალი მემარჯვენეები" შეუერთდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















