|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო სიის წარდგენას მმართველი პარტია დღეს გამართავს

დღეს საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადაა.

 მმართველი პარტია პროპორციული სიის პრეზენტაციას დღეს გამართავს. ამასთან გაიმართება   „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.

საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას,  პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს, რომელიც ამავე დროს საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. 

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 21:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, მე-11 პავილიონში გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პირველი ათეული ასეთია:  გიორგი კვირიკაშვილი,  კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა,  რომან კაკულია, სოფო ქაცარავა, ირინა ფრუიძე.

დღეს სიის პრეზენტაციას გამართავენ თავისუფალი დემოკრატები. სიის პირველი ნომერი ირაკლი ალასანია იქნება. ყურადღება გამახვილდება საარჩევნო პროგრამაზეც.

ცესკოში 30 რეგისტრირებული სუბიექტიდან სია მხოლოდ 4 აქვს წარდგენილი. 

ესენია პატრიოტთა ალიანსი, რესპუბლიკური პარტია, მემარცხენე ალიანსი და მიხეილ სალუაშვილის პარტია. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა