|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2 500- მდე სააღდგომო ნობათი გაიცემა

ქუთაისში წელს სააღდგომო ნობათი  დაახლოებით 2 500 მდე ბენეფიციარს დაურიგდება  - ამის შესახებ  "ნიუპრესს" მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ განუცხადა.

 გასულ წელთან შედარებით წელს სააღდგომო ნობათის შეძენისათვის გამოყოფილი თანხა და მიმღებთა რაოდენობაც შემცირებულია. 

"ტენდერით 1785 ნობათის შესყიდვა გამოცხადდა, თუმცა გაწეული ეკონომიებით 1963 ნობათის შეძენა შევძელით, რაც მუნიციპალიტეტების მიხედვით დარიგდება.  "მადლიერების სახლმა" თავის მხრივ შეიძინა ნობათები, დაახლოებით 400- მდე რომელსაც  გასცემს თავის ბენეფიციარებზე, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობამ  შეიძინა სასაჩუქრე ნობათები ორგანიზაციებისათვის. შედეგად, ნობათების რაოდენობა საერთო ჯამში 2500-მდე აღწევს. ზუსტი ციფრი ჯერ არ შეგვიძლია თქმა", -განუცხადა ჩიჯავაძემ "ნიუპრესს". 

საღდგომო ნობათის შესაძენად მერიამ წელს 49 980 ლარი გამოყო, გასულ წელს კი  ნობათების შესაძენად 77 030.8 ლარი დაიხარჯა,  ხოლო სააღდგომო ნობათი 2 785 ბენეფიციარს დაურიგდა.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა