|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში

31 დეკემბერს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყება. 12 საათიდან მონპლეზირის მიმდებარე საახალწლო ბაზრობა განახლდება, სადაც ელფების საახალწლო ფლეშმობიც მოეწყობა, გაიმართება საბავშვო  კონცერტი. მოკლე ხანში მათ ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი’’,  გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი, pajo შეუერთდებიან. კონცერტი 4 საათამდე გაგრძელდება.

12 საათიდან დაიწყება ასევე წარმოდგენები ბავშვებისთვის:  დრამერების შოუ-მსვლელობა,  პოპულარული ანიმაციური ფილმების, პერსონაჟების კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა,  ზღაპრების გმირების მსვლელობა,  კინოგმირების მსვლელობა,  ოჩოფეხებზე შემდგარი სანტაკლაუსი,  ბერიკების თეატრალური წარმოდგენა,  სანტაკლაუსების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა სკეიტბორდებით და როლიკებით, პანტომიმის მსახიობების თეატრალური წარმოდგენა, სანტაკლაუსების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა როლიკებით, ჟონგლიორის შოუ, ილუზიონისტის შოუ, გიგანტური გოზინაყის და ხაჭაპურის დაგემოვნება, ცეცხლოვანი შოუ. 

 

ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 22:00 სთ დაიწყება, მასაში მონაწილეობას მიიღებს, ანსამბლი ,,ფორტე’’, ტრიო ,,ბალადა’’, გიორგი ფრუიძე და ბენდი, ანდრია გველესიანი. 
24:00 საათზე ახალი წლის დადგომას ქუთაისს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მიულოცავს, შემდეგ კი საახალწლო განწყობაზე  dj zapa იზრუნებს.

3-4 იანვარს   ლ.მესხიშვილის სახ. პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლი ,,სათაგური’’ გაიმართება, რომელიც 15 საათზე დაიწყება.

7 იანვარს  საშობაო მსვლელობა „ალილო“ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ნაი-ნაის“ მონაწილეობით  11:00 სთ -ზე დაიწყება. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი გადაეცემათ „დღის ცენტრების“ და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა