საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში - სად და როგორ შეგიძლიათ გაერთოთ 31 დეკემბერს?
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 31 დეკემბერს დილიდან იწყება.
მერიის მიერ დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამის თანახმად, ქალაქის ისტორიულ უბანში მოეწყობა საახალწლო კუთხე, სადაც გაიმართება საბავშვო საახალწლო კონცერტი, საახალწლო პერფომანსი, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა, ასევე დრამერების შოუ-მსვლელობაგაიმართება, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა გაიმართება საახალწლო ქოხებში.
თიბისი გალერეაში 17.00 საათიდან დაიწყება სამეჯლისო ცეკვების პერფომანსი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი დავით ალადაშვილის მონაწილეობით.
მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, სადაც თოვლის ბაბუაც გამოჩნდება და მსურველებს ტკბილეულითა და გოზინაყით გაუმასპინძლდება.
უყურადღებოდ არც ელექტრონული მუსიკისმოყვარულები დარჩებიან. მათთვის კომპოზიციებს DJ Tade, DJ Kura, DJ Zurkin შეასრულებენ.
ახალი წლის დადგომას ქუთაისიელებს რობი კუხიანიძე და "აუთსაიდერი" მიულოცავს, 31 დეკემბერს ცენტრალური მოედანზე დაგეგმილ გალა-კონცერტზე "აუთსაიდერთან" ერთად ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















