საახალწლოდ მორთული ქუთაისი [PHOTO]
ქუთაისში საახალწლო განათებები და ცენტრალურ მოედანზე განთავსებული მთავარი ნაძვისხე მნახველთა მოწონებას იმსახურებს.
საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისის“ თანამშრომლებმა განახორციელეს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, წელს ახალი დეკორაციების შესაძენად 120 ათასი ლარი დაიხარჯა. ახალი დეკორაციები ფალიაშვილის, რუსთაველის და ცისფერყანწელების ქუჩებზე მოეწყო.
ქალაქის მერის განცხადებით, ახალი აღნიშნული ააიპის შექმნით დაიზოგა თანხები და ამასთან, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა.
რაც შეეხება მთავარ ნაძვის ხეს, წელს განახლდა ტოტები და აქსესუარები. ნაძვის ხე კოლხური მოტივების მიხედვით ახალი დეკორაციით მოირთო. ქუთაისის მთავარი ნაძვისხე საქართველოში წლის ყველაზე ლამაზ ნაძვის ხედ მიიჩნიეს.
ქალაქში საახალწლო ნაძვის ხეები ტრადიციულად 8 "უსაფრთხოების კუნძულზეც" განთავსდა.


ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















