|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი გაათავისუფლეს

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი, თავისუფალია. როგორც ვანში ზვიად ცხვარაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათი ახლობელი სასამართლომ გაამართლა, რადგან მას ძარცვასთან კავშირი ვერ დაუმტკიცდა.

მათი თქმით, ზვიად ცხვარაძე წლების განმავლობაში საბერძნეთში კომპიუტერის პროგრამისტად მუშაობდა და მასთან სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები გასაკეთებლად მიიტანეს. აღნიშნული კომუნიკაციის გამო ის დააკავეს.

როგორც მისი ცოლი აცხადებს, ცხვარაძეს დაკავებულ პირებთან სხვა კომუნიკაცია არ ქონია და არცერთს იცნობდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ის სამართალდცველებმა გაათავისუფლეს და ამ დროისთვის სახლში არის.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს. სპეცოპერაცია ქალაქ ატიკში 18 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა. ქურდობის ბრალდებით 8-კაციანი ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი