საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა
საჩხერის მუნიციპალიტეტში კისტის თოფიდან გასროლის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ნათესავები კისტის თოფით თამაშობდნენ. ერთ-ერთმა გაისროლა, ტყვია 8 წლის ბავშვს მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















