საჩხერეში შშპ პირებისათვის კაფე გაიხსნა
საჩხერის მუნიციპალიტეტში სოციალური კაფე ,,ნაბიჯი“ გაიხსნა. კაფეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები დასაქმდნენ. მომსახურე პერსონალი საკონდიტრო ნაწარმს დაამზადებს და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა კი დასაქმებული ადამიანების ხელფასებსა და საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირის საჩხერის ფილიალის საჭიროებებს მოხმარდება. სოციალური კაფის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღესვე, საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელმა თამარ ზაბახიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური დიპლომები გადასცა. ბენეფიციარემბა კი სტუმრებისთვის კონცერტი ჩაატარეს.
ავტორი:





13:50
21:51
11:02
16:29
















