|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სად არიან ის ახალგაზრდები და ჟურნალისტები, ნანა კოსტავას საქმეს რომ აპროტესტებდნენ"

ქუთაისში საკრებულოს  რიგით 26-ე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით 9 საკითხი დაამტკიცეს. სხდომა  საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატატმა ალექსანდრე ახალაძემ გახსნა. მან "გირჩის" აქტივისტების მსვლელობა "წმინდა ბიძინას ხატები" გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს რელიიგიის შეურაცხყოფაა და მის დასაგმობად ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს.

"სად არიან ის ახალგაზრდები და ჟურნალისტები, ნანა კოსტავას საქმეს რომ აპროტესტებდნენ, გამოვიდნენ და  ეს უმსგავსო საქციელი დაგმონ. ეს ხომ ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფაა",- განაცხადა ახალაძემ.

აღნიშნულ საკითხს მცირე  უთანხმოება მოყვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიასა და ალექსანდრე ახალაძეს შორის.  შენგელიამ განმარტა, რომ თემა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არ იყო და მოუწოდა დეპუტატებს, თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან.

"ყველას საკუთარი შეხედულებები აქვს, ეს თემა არ არის ჩვენს დღის წესრიგში, ამიტომ მოგიწოდებთ დავუბრუნდეთ კანონით გათვალისწინებულ რეგლამეტს",- აღნიშნა შენგელიამ.

დღეს საკრებულოს სხდომაზე  2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მე-10 ცვლილება განხორციელდა. ბიუჯეტი ჯამში 160 ათას 500 ლარით გაიზარდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა