სადღესასწაულო დღეებში მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
სადღესასწაულო დღეებში დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, მთაში მოთოვს.
1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსის ავთანდილ ქვაჩაკიძის ინფორმაციით, 7 იანვრამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 6 იანვარს კი შედარებით გამოიდარებს.
"7 იანვრამდე მოსალოდნელია ნალექიანი დღეები, დროგამოშვებით გამოდარებით, 6-ში გამოიდარებს, 7-ში ისევ ნალექია მოსალოდნელი. მთაში მოსალოდნელია თოვლი."-განაცხადა ავთანდილ ქვაჩაკიძემ.
ჰაერი 4-11 გრადუსამდე გათბება, შემდეგ დღეებში ტემპერატურა მცირედ დაიკლებს, ღამით 3-4, დღისით 8 - 9 გრადუდამდე გათბება ჰაერი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















