|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფრთხის შემცველი ყვავილები ქუთაისის ცენტრში

ქუთაისის ცენტრალურ უბანში განათების ბოძებზე დამონტაჟებული ქოთნები წლებია, ყვავილების გარეშეა დარჩენილი. პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განათებებზე დეკორატიული ყვავილები განთავსდა, თუმცა ყვავილების სათანადო მოვლა ვერ მოხერხდა და მცენერეები მალევე გახმა. 2010 წლის შემდეგ ქოთნები განათებების ბოძებზე რჩება. მოუვლელობის გამო ქოთნები დაზიანდა, რაც გამვლელებს საფრთხეს უქმნის.

მერიაში განმარტავენ, რომ რამდენჯერმე მოხდა ყვავილების შეცვლა და ქოთნების რეაბილიტაცია, თუმცა ვერ მოხერხდა მათი შენარჩუნება.  ეს თავის დროზე არ იყო  გათვალისწინებული, რომ სიმაღლეზე ბუნებრივი ყვავილების მოვლა სირთულეს წარმოადგენს, რამაც გამოიწვია პროექტის ჩავარდნა. მერიაში აცხადებენ, რომ მზადდება ახალი პროექტი, რომლის ფარგებშიც ბუნებრივი ყვავილები ხელოვნურით შეიცვლება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა