საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 30 ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადაეცა, რომლებიც 2020 წლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.
როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რეგიონებისათვის ავტომობილების განაწილება მოკლე ხანში მოხდება.
სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო.
ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი.
ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.
ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















