ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "საიას" სარჩელი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. საქმე ეხებოდა "საიას" მოხთოვნას ხმების გადათვლასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
"საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის განცხადებით, საქმე სასამართლო კოლეგიამ მურთაზ მეშველიანის თავმჯდომარეობით განიხილა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილა ძალაში დატოვა.
ორგანიზაცია #80, #87 და #110 საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლას მოითხოვდა.
არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოს ქუთაისში "საიამ", "ლეიბორისტულმა" პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა "ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო" მიმართეს. სასამართლომ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















