|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

 ქუთაისს თბილისში არსებული  უნივერსიტეტების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საინფორმაციო ხასიათის გამოფენა "თიბისი ბანკის" გალერეაში გაიმართა. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებმა აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს თავიანთი პროგრამები გააცნეს.

“ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რადგან ყველა რეგიონში მცხოვრებს არ აქვს იმის ფუფუნება, ჩავიდეს თბილისში, მოინახულოს ყველა უნივერსიტეტი და გაეცნოს მათ პროგრამებს, ცვლილებებს“,- განაცხადა ნინო გორგაძემ, „კავშირი განათლების განვითარებისთვის“ დირექტორმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტების სამაგისტრო, საბაკალავრო, სადოქტორო პროგრამები. ასევე გაცვლითი და მობილობის პირობები, სხვადასხვა სასერთიფიკატო პროგრამები და ის ტრენინგ-კურსები, რაც ამ უნივერსიტეტებში არსებობს.

პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი განათლების განვითარებისთვის“ და იგი  რეგიონალური განათლების ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის მიზანია, ინფორმაცია უნივერსიტეტებში არსებული განათლებისა და პროგრამების შესახებ რეგიონებში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

პროექტი პირველად ტარდება საქართველოში და ქუთაისი რიგით მესამე ქალაქია, რომელიც გამოფენას მასპინძლობს.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა