|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო რეესტრის რეგიონული ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები შშმ პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებკამერებით აღიჭურვა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვებკამერების საშუალებით განხორციელდება შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების მიმდინარეობის სრული ვიდეოჩაწერა.  

ამ მიზნით ვებკამერები  საჯარო რეესტრის 35-ივე რეგიონულ ფილიალში განთავსდა. შედეგად შშმ პირებს გარიგებაზე ხელმოწერის დასამოწმებლად ნოტარიუსთან სტუმრობა აღარ მოუწევთ და ისინი ამ მომსახურებას საჯარო რეესტრის რეგიონულ ფილიალებშიც მიიღებენ. 

აღნიშნულ უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის  23-ე მუხლში  შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შევიდა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვიდეოჩანაწერებს შეინახავს და დააარქივებს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა