„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გაიწვიეს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გაიწვიეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამის მიზეზი საკითხთან დაკავშირებით გუნდის არაერთგვაროვანი პოზიცია გახდა.
რაც შეეხება რეორგანიზაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კობახიძის განმარტებით, ის მაინც განხორციელდება. ირაკლი კობახიძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტებს არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევაში ადანაშაულებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელეები აღარ იქნებოდნენ, ამდენად მათი სამსახურში აყვანა, კონკურსის გარეშე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე იქნებოდა შესაძლებელი.
საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტმა კრიტიკა გამოიწვია. როგორც აცხადებდნენ, პროექტის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩენილიყო.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















