|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკმაოდ შორს იდგა რეალური საჯარო განხილვისაგან"

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკმაოდ შორს იდგა რეალური საჯარო განხილვისაგან, რადგან დარბაზში მყოფი ადამიანების უმრავლესობას თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი კანონპროექტი და მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე, რაზეც არ იყვნენ  ინფორმირებული" - განაცხადა "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ. მისი თქმით, ისინი ესწრებოდნენ განხილვებს რეგიონებში, რის შესახებაც ორგანიზაციამ  დასკვნა მოამზადა.

 არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრაზე ნოდარ ჯიქიამ  ასევე ისაუბრა მოახლოებულ  თვითმმართველობის არჩევნებსა და იმ ცვლილებებზე, რაც თვითმმართველობებთან დაკავშირებით განხორციელდა. მან უარყოფითან შეაფასა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების პროცესი.  ჯიქია ქუთაისის მერიაში მესამე ვიცე-მერის შტატის დამეტებისა და სპეციალისტების დაწინაურების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ  მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრებენ, თუ რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება თვითმმართველობის არჩევნების წინ. 

"სამართლიანის  არჩევნების" ქუთაისის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით, "სამართლიანმა არჩევნებმა" უკვე  დაიწყო აქტივობები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ესაა, როგორც სტუდენტებთან,  ასევე თვითმმართველობებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, თუ რისი უფლება აქვთ მათ და რა  ეკრძალებათ საარჩევნო პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ  შეხვედრას ევროკავშირის ზუგდიდის ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა