|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი განხილვა ქუთაისში გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა იწყება.  პირველი განხილვა 5 მაისს  ქუთაისში გაიმართება. შეხვედრა 12.00 საათზე მესხიშვილის თეატრის დარბაზშია დაგეგმილი.

 საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად 11 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამართავს.   დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავში. ბოლო განხილვა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა