|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკრებულომ თანამდებობა უნდა დაატოვებინოს სამარცხვინო თავმჯდომარეს"

 „მძაფრსიუჟეტიანი დრამა ქუთაისის ცენტრში მაღალჩინოსნების მონაწილეობით"-ამგვარ  შეფასებას აძლევს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ცემის ფაქტს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე. "ეს რეალობა მოიტანა "ოცნებამ" სამი წლის თავზე საქართველოში, სადაც შესაძლებელია კრიტიკული მოსაზრების გამო გაიტაცონ ადამიანები ქუჩიდან, სცემონ და მიაგდონ ბედის ანაბარა“- აცხადებს გია გოქაძე.

"ეს დამოკიდებულება აქვე უნდა დასრულდეს! ქუთაისის საკრებულომ უნდა მოითხოვოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება და თანამდებობები დაატოვებინოს სამარცხვინო თავმჯდომარე დვალს და მის მოადგილე ყანჩელს. თავის მხრივ, ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს დატოვების შესახებ. ქუთაისი არა არის ბიძინას ზოოპარკი, სადაც ყველა ცხოველს ყველაფერი ეპატიება!"-ნათქვამია "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხდებაში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა