|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს სხდომა აქციის თანხლებით მიმდინარეობს

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-15 სხდომა უჩვეულო ვითარებაში დაიწყო. დეპუტატების განწყობაზე მოქალაქე თინათინ მარდალეიშვილმა იზრუნა, რომელიც ადგილობრივებისათვის კარგადაა ცნობილი თავისი ერთკაციანი აქციებით.  მან საზოგადოებას  1990 წლის 28 ოქტომბერი შეახსენა, როდესაც  უახლეს ისტორიაში პირველი პირველი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა, რის შედეგადაც ხელისუფლებას სათავეში ზვიად გამსახურდია ჩაუდგა.

  ამ თარიღის გახსენებაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა  მარდალეიშვილის მრავალწლიანი მტკიცება,  რომ ზვიადი ცოცხალია და ის აუცილებლად დაბრუნდება.  ამ ტრადიციისათვის მას არც დღევანდელ სხდომაზე უღალატია.

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყეს, მათ პატივისცემა წინა მოწვევის საკრებულოს ახლად გარდაცვლილი დეპუტატის ვიტალი ბოჭორიშვილის მიმართ გამოხატეს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 18 საკითხი აქვს განსახილველი. 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა