სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, გივი ჭიჭინაძემ ჩაანაცვლოს
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, გივი ჭიჭინაძემ დაიკავოს.
პოსტზე ამ დრომდე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
კომიტეტი პირველ მოადგილეს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე აირჩევს, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული.
გივი ჭიჭინაძე დიასპორის საკითხთა კომიტეტში უკვე გაწევრიანდა. შესაბამისი მიმართვა ბიუროს დღეს წარედგინა.
მმართველ გუნდში აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წევრის, გივი ჭიჭინაძის კანდიდატურა განიხილება.
1tv.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















