სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და 16 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, როგორც გართიანებული ოპოზიციის და "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ქუთაიდან დაიწყეს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















